Q-რიკეტსიოზი

Q-რიკეტსიოზი, იგივე ცხელება Q არის ინფექციური დაავადება გამოწვეული ბაქტერია "ბერნეტის რიკეტსიას" ორგანიზმში მოხვედრით. დაავადებას ახასიათებს გრიპის მსგავსი სიმპტომები. ბევრ პაციენტს სიმპტომების საერთოდ არ აღენიშნება. დაბალი პროცენტულობის შემთხვევებში დაავადება შესაძლოა ხელახლა გამოვლინდეს რამდენიმე წელიწადში. ცხელება Q - ს სასიკვდილო ფორმამ შესაძლებელია დააზიანოს გული, ღვიძლი, ტვინი და ფილტვები.

Q-რიკეტსიოზი ადამიანზე გადადის ცხოველიდან. აბ ბაქტერიის მატარებელი ძირითადად არის ცხვარი, თხა, საქონელი. ადამიანი ინფიცირდება ცხოველის ირგვლივ არსებული დაბინძურებული ჰაერის ჩასუნთქვით. დაავადების მაღალი რისკი არსებობს ფერმებში, ვეტერინარიულ და ცხოველთა კვლევის კლინიკებში. დაავადების სიმპტომები: ძლიერი თავის ტკივილი, დაღლილობა, გაციება, ხველა, გულისრევა შეინიშნება ბაქტერიის ორგანიზმში მოხვედრიდან 30 დღის განმავლობაში.