B12 ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული ანემია

ანემია არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში  არ არის წითელი უჯრედების საკმარისი რაოდენობა ჟანგბადის სხეულის ქსოვილებამდე გადასტანად. დაავადება  შეიძლება გამოიწვიოს რკინის ან ვიტამინების ნაკლებობამ, ასევე სისხლის კონკრეტულმა დაავადებებმა. B12 ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული ანემია არის მდგომარეობა, როდესაც B12 ვიტამინის  არასაკმარისი რაოდენობის  გამო ორგანიზმში აღარ წარმოიქმნება საკმარისი რაოდენობის სისხლის წითელი უჯრედები.

გამომწვევი მიზეზები

დაავადება შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა დიეტამ, რომელიც გულისხმობს კვების რაციონიდან ხორცის, კვერცხის, რძის ნაწარმის ამოღებას, ეს პროდუქტები შეიცავენ დიდი რაოდენობით B12 ვიტამინს და მათი მიღება ორგანიზმისთვის აუცილებელია.  წვრილი ნაწლავის მიერ B12 ვიტამინის შეწოვის ფუნქციის დარღვევა ანემიის განვითარების ერთ ერთი მიზეზია. აღნიშნული ფუნქციის დაქვეითება შეიძლება გამოიწვიოს მუცლის ან წვრილი ნაწლავის ქირუგიულმა ოპერაციამ, წვრილ ნაწლავში არსებულმა ბაქტერიებმა, ან ისეთმა ნაწლავურმა დაავადებებმა, როგორიცაა ცელიაკის ან კრონის დაავადება, რომლებიც აფერხებენ  ნაწლავების მიერ ვიტამინების შეწოვის პროცესს. დაავადების გამომწვევად ითვლება პარაზიტი ჭია სოლიტერის ორგანიზმში მოხვდერა, რადგან ის მთლიანად იწოვს ორგანიზმის მკვებავ ნივთიერებებს, მათ შორის ვიტამინებს.

სიმპტომები

B12 ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული ანემია მოიცავს შემდეგ სიმპტომებსა და ნიშნებს:

სიმპტომები ვითარდება  ნელ-ნელა თვეების და ხშირად წლების განმავლობაში და უარესდება B12 ვიტამინის რაოდენობის შემცირებასთან ერთად.

მკურნალობა

მკურნალობა გულისხმობს დიეტის, მედიკამენტებისა თუ სხვა ეფექტური საშუალებებით B12 ვიტამინის დეფიციტის შევსებას.