2 ტიპის ნეიროფიბრომატოზი
ამ დაავადების განვითარება იწყება ორივე ყურში ვესტიბალური შვანომის(აკუსტიკური ნეირომა) განვითარებით. კეთილთვისებიანი სიმსივნეები იზრდებიან იმ ნერვებზე, რომლებიც უზრუნველყოფენ ხმიანობისა და წონასწორობის შესახებ ინფორმაციის შიდა ყურიდან თავის ტვინის მიმართულებით გადატანაზე, ამ პროცესის შედეგად განვითრებული სიმტომები თავს იჩენენ გვიანდელი თინეიჯერობის ან ახალგაზრდობის ასაკში. სიმპტომებს კი წარმოადგენს: სმენის თანდათანობით დაქვეითება, ზარის რეკვის ხმა ყურებში, ტკივილი, წონასწორობის პრობლემები, საკის კუნთების მოდუნება და ჩამოშვება, მგრძნობელობის დაქვეითება და სისუსტე ზედა და ქვედა კიდურებში და ა.შ