ჰიპოფიზის შესიება
ჰიპოფიზი შინაგანი სეკრეციის ჯირკვალია, რომელიც უშუალო გავლენას ახდენს მასზე დამოკიდებული პერიფერიული ენდიკრინული ჯირკვლების მოქმედებაზე და არეგულირებს მათ ფუნქციებს. ამ მეტად მნიშვნელოვანი ჯირკვლის ზომაში გაზრდა ძირითადად მასში განვითარებულ სიმსივნესათან არის დაკავშირებული. ჰიპოფიზის სიმსივნეები ვლინდება ჰიპოფიზის მიერ ჭარბი ან არასაკმარისი ჰორმონების სინთეზით. ორივე მდგომარეობა იწვევს პრობლემებს ორგანიზმში. დიდი ზომის ჰიპოფიზის სიმსივნეები (1 სანტიმეტრი ან მეტი) ცნობილია, როგორც მაკროადენომა. ეს უკანასკნელი, ახდენს ზეწოლას ჯირკვლის დანარჩენ ქსოვილზე და გარშემო მდებარე სტრუქტურებზე.