ჰიპოფიზის ადენომა (აკრომეგალია)
ჰიპოფიზის ადენომის იგივე აკრომეგალიის განვითარების მთავარ მიზეზს წარმოადგენს მოზრდილ ასაკში ჰიპოფიზის მიერ დიდი რაოდენობით ზრდის ჰორმონის სინთეზი. შედეგად ზედმეტად იზრდება ხელების ფეხების და სახის შემადგენელი ძვლები. აკრომეგალიით ძირითადად ავადდებიან შუახნის ასაკის ადამიანები. იგი თანდათანობით განვითარებადი დაავადებაა, ამიტომაც რთული ხდება საწყის ეტაპებზევე მისი აღმოჩენა. მკურნალობის გარეშე ჰიპოფიზის ადენომას შეუძლია გამოიწვიოს სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები, თუმცა მკურნალობითა და მეთვალყურეობით შესაძლებელია დაავადებისა და მისი სიმპტომების კონტროლი.