ჰიპოტენზია
ჰიპოტენზია დაბალი არტერიული წნევაა, რომელიც იწვევს თავბრუსხვევისა და გონების დაკარგვის სიმპტომებს. მძიმე შემთხვევებში, დაბალი არტერიული წნევა სიცოცხლისათვის საშიშია. არტერიული წნევა სწრაფად იცვლება. ცვლილება შესაძლოა დროის მცირე მონაკვეთშიც მნიშვნელოვანი იყოს, ზოგჯერ ერთი შეკუმშვიდან მეორემდე. მნიშვნელოვანია სხეულის პოზიცია, სუნთქვის რითმი, სტრესის დონე, ფიზიკური მდგომარეობა, მიღებული მედიკამენტები, მიღებული საკვები და სასმელი, დღის მონაკვეთები. არტერული წნევა ძირითადად ყველაზე დაბალია ღამით და სწრაფად იმატებს გაღვიძებისას.