წინათ ითვლებოდა, რომ ის მხოლოდ შაქრიანი დიაბეტით, სიმსუქნით, პანკრეასის პათოლოგიებით და ალკოჰოლიზმით დაავადებულებს ემუქრებოდა, მაგრამ ბოლო წლების გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ჰიპოგლიკემია მრავალი ქალური დაავადების ფონზე და მშობიარობის შემდგომ პერიოდში საკმაოდ ხშირად ვითარდება. სისხლში გლუკოზის კონცენტრაცია დამოკიდებულია საკვების შემადგენლობასა და ორგანიზმის იმ სისტემების ნორმალურ ფუნქციონირებაზე, რომლებიც სისხლში შაქრის კონცენტრაციის მოწესრიგებაში მონაწილეობს. ჰიპოგლიკემია შეიძლება ნებისმიერ მათგანში მომხდარმა დარღვევამ გამოიწვიოს. ქალებს სისხლში შაქრის შემცველობის დეფიციტი არასწორი კვების გამო ჯერ კიდევ მოზარდობისას უყალიბდებათ. მოწიფულ ასაკში დაავადების განვითარებას.
ჰიპოგლიკემიის მკურნალობა გულიხმობს ორგანიზმში არსებული ყველა იმ დარღვევის მოწესრიგებას, რომელიც ამ მდგომარეობას განაპირობებს, აგრეთვე - დიეტოლოგიურ ღონისძიებებს. თუ დაავადება გამოწვეულია სხვადასხვა ორგანოს დაზიანებით ან პათოლოგიით, მაშინ განკურნება შესაძლებელია მხოლოდ ძირითადი დაავადების მკურნალობის შემდეგ.