ჰიპერტენზიული კრიზისი ჰიპერტენზიული დაავადებების დროს განვითარებული მდგომარეობაა. განასხვავებენ ჰიპერტონიული კრიზის ხუთ ვარიანტს:
- ჰიპერტონიული კარდიალური კრიზი ხასიათდება გულის მწვავე მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობით, არეტრიული წნევის მკვეთრი მომატებისას
- ცერებრული ანგიოჰიპეტონური კრიზი შეესაბამება ე. წ. ჰიპერტონულ ენცეფალოპათიას, რომელიც განპირობებულია ქალაშიდა ვენებისა და ვენური სინუსების გადავსებით სისხლით, ტვინის კაპილარებში წნევის მომატებით, რაც იწვევს ტვინის შესიება - შეშუპებას, ქალაშიდა წნევის მომატებას.
- ცერებრული იშემიური კრიზი განპირობებულია ტვინის არტერიების ჭარბი ტონური რეაქციით, არტერიული წნევის მნიშვნელოვანი მომატების პასუხად.
- ცერებრული რთული კრიზი ხასიათდება კეროვანი ნევროლოგიური დარღვევების წარმოქმნით
- გენერალიზებული სისხლძარღვოვანი კრიზი გარდა არტერიული წნევის მნიშვნელოვანი ზრდისა, რასაც თან ახლავს გამოხატული დიასტოლური ჰიპერტენზია, ხასიათდება, ერთდროულად რამოდენიმე ორგანოს სისხლმომარაგების დარღვევის ნიშნებით