ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია

ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია განპირობებულია ქალაშიდა ვენებისა და ვენური სინუსების გადავსებით სისხლით, ტვინის კაპილარებში წნევის მომატებით, რაც იწვევს ტვინის შესიება - შეშუპებას, ქალაშიდა წნევის მომატებას. კრიზის საფუძველია ტვინის არტერიების არასაკმარისი ტონური რეაქცია არტერიული წნევისმომატებაზე, რაც განაპირობებს სისხლის ჭარბი ნაკადის გაღწევას ტვინისაკენ მაღალი წნევით, ასევე ტვინის ვენების ჰიპოტონიას, რაც აფერხებს გადინებას. 

სიმპტომები

მდგომარეობისთვის დამახასიათბელია თავის ტიპიური ტკივილი, რომელიც თავდაპირველად ლოკალიზდება კეფის მიდამოში, ირადირებს რეტროორბიტალურ სივრცეში, შემდეგ კი ხდება დიფუზური; ძლიერდება სიტუაციებში, როდესაც ძნელდება სისხლის გადინება ტვინის ვენებიდან, მცირდება სხეულის ვერტიკალური მდებარეობისას, სასმელების მიღების შემდეგ, რომლებიც შეიცავენ კოფეინს. გარდა ამისა, გულისრევა, შემდეგ კი ღებინების განმეორებითი შეტევები, რაც მცირე ხნით ამსუბუქებს ავადმყოფის მდგომარეობას. 

მკურნალობა

ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობას.