ჰიპერპარათიროიდიზმი

ჰიპერპარათიროიდიზმი არის სისხლში პარათჰორმონის ჭარბი რაოდენობა, რომელიც ვითარდება სხეულში არსებული ოთხიდან ერთი ან მეტი პარათიროიდული ჯირკვლის ჭარბი აქტიურობით. ეს ჯირკვლები დაახლოებით ბრინჯის მარცვლის ზომისაა და მდებარეობს ყელის არეში. პარათიროიდული ჯირკვლები წარმოქმნიან პარათჰორმონს, რომლის ფუნქციაც სისხლსა და ქსოვილებში კალციუმის სათანადო თანაფარდობის შენარჩუნებაა, მათი ფუნქციონირება კალციუმზეა დამოკიდებული.

გამომწვევი მიზეზები

არსებობს ორი ტიპის ჰიპერპარათიროიდიზმი. პირველადი ჰიპერპარათიროიდიზმის დროს ოთხიდან ერთი ან მეტი ჯირკვლის ზომაში გაზრდა იწვევს ჰორმონის ჭარბ, პროდუქციას, რისი საბოლოო შედეგიცაა სისხლში კაცლიუმის მაღალ დონე, ეს კი თავის მხრივ იწვევს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემას. პირველადი ჰიპერპარათიროიდიზმის სამკურნალოდ ყველაზე ხშირად ოპერაციას ატარებენ. რაც შეეხება მეორად ჰიპერპარათიროიდიზმს, იგი ვითარდება სხვა ისეთი დაავადების შედეგად, რომელიც იწვევს სისხლში კალციუმის დონის დაქვეითებას.

სიმპტომები

დაავადების სიმპტომები იმდენად მსუბუქი და არასპეციფიკური შეიძლება იყოს, რომ ვერ მოხდეს მათი პარათიროიდულ ჯირკვალთან დაკავშირება. თუმცა ეს არ გამორიცხავს მწვავე სიმპტომების გამოვლინებას, ჰიპერპარათიროიდიზმი ნიშნებსა და სიმპტომებს განეკუთვნება:

მკურნალობა

დაავადების გართულების თავიდან ასაცილებლად საჭიროა ზუსტი დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.