მდგომარეობის რამდენიმე მიზეზი არსებობს. მემკვიდრეობა თუ ახლობელ ნათესავთა შორის მსგავსი პრობლემები შეიმჩნეოდა, მაშინ მემკვიდრეობით გამოწვეული ჰიპერთირეოზით დაავადების ალბათობა ასეთ პირებში 70%-ს აღწევს. ჰორმონთა ჭარბი გამომუშავების პროვოცირება შესაძლებელია სტრესით, უეცარი ნეგატიური ემოციით, მაგალითად ახლობელი ადამიანის გარდაცვალება, ავტოკატასტროფა და ა.შ. ჰიპერთირეოზი ხშირად ვითარდება მენოპაუზის ფონზე. ამ დროს ქალის ორგანიზმში ფიზიოლოგიურად მცირდება და ქვეითდება სისხლში ესტროგენების - ქალის სასქესო ჰორმონების დონე, საკომპენსაციოდ ფარისებრი ჯირკვალი ცდილობს დანაკლისი მის მიერ გამომუშავებული ჰორმონების გაძლიერებული სეკრეციით შეავსოს. ჩიყვი შესაძლოა განვითარდეს რომელიმე ვირუსული ინფექციის შემდგომი გართულების სახითაც.
ორგანიზმში მიმდინარე ამ პროცესების ფონზე ვითარდება შემდეგი სიმპტომები: სხეულის ტემპერატურის უმიზეზო მომატება, გაღიზიანება და ადვილად ფეთექებადობა, გუნება - განწყობილობის სწრაფი ცვლა, წონის უმიზეზო კლება, გაძლიერებული კვების მიუხედავად.
ჰიპოთირეოზის მკურნალობა ჩანაცვლებითი ჰორმონული თერაპიაა, მაგრამ თუ მიზეზი სიმსივნური წარმონაქმნია, ჰიპოთირეოზის პირველივე ნიშნების აღმოჩენისას აუცილებელია სპეციალისტთან ვიზიტი, რომელიც სიმსივნური ქსოვილის ტიპის დიაგნოსტირების შემდგომ მკურნალობის სტრატეგიასა და გეგმას შეადგენს. დაავადება სწორი მკურნალობის შემთვევაში სრულად განკურნებადია.