ჰერბიციდული მოწამვლა
ჰერბიციდები რასასურველი მცენარეულობის გასანადგურებელი ქიმიურინივთიერებები. მცენარეებზე მოქმედების ხასიათის მიხედვით ჰერბიციდები არის ერთიანი მოქმედების ანუ ანადგურებს ყველა სახეობის მცენარეს და შერჩევეთი მოქმედების, რომლებიც ანადგურებს ზოგიერთი სახის მცენარეს. ჰერბიციდული მოწამვლა გულისხმობს აღნიშნული ნივთიერებების გადაყლაპვისა და შესუნთვის შემდეგ ორგანიზმში განვითარებულ ინტოქსიკაციის პროცესს. შედეგად ღიზიანდება კანი, ზიანდება თირკმელები და ღვიძლი, არ არის გამორიცხული განვითარდეს მუცლის ტკივილი, დიარეა და კომა. სასიკვდილო დაოზად მიჩნეულია ჰერბიციდული ნივთიერების 1 დან 10 გრამამდე ოდენობა.