ჰეპატიტი A

A ჰეპატიტი ღვიძლის ვირუსული ანთების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. ინფიცირება ხდება ცხელ სეზონზე - ზაფხულში, გამოვლენა კი - შემოდგომის მიწურულს. A ჰეპატიტი ვრცელდება ფეკალურ-ორალური გზით ან დაბინძურებული საკვების ან წყლის მეშვეობით. წლამდე ასაკის პატარები არ ავადდებიან - მათ დედისეული ანტისხეულები იცავს. დაავადება უმეტესად ხვდებათ უფროსი ასაკის ბავშვებს, რომლებიც მიირთმევენ გაურეცხავ ხილს, ჭუჭყიანი ხელებით შეექცევიან კერძს, პირში იდებენ სათამაშოებს. ვირუსი ასევე  გამოიყოფა ინფიცირებულის განავალში დაავადების კლინიკურ გამოვლენამდე დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში და რამდენიმე დღე გამოვლენის შემდეგ. დაავადება მაქსიმალურად გადამდებია უშუალოდ სიყვითლის განვითარების წინ. A ჰეპატიტის გადატანის შემდეგ ვირუსმატარებლობა არ აღინიშნება. დაავადება ტოვებს მყარ იმუნიტეტს. განმეორებითი შემთხვევები იშვიათია. 

გამომწვევი მიზეზები


სიმპტომები

ვირუსის ორგანიზმში შეჭრიდან კლინიკური ნიშნების გამოვლენამდე გასული დრო 15-50, საშუალოდ 28-30 დღეს შეადგენს. სიყვითლისწინა პერიოდში, რომელიც უმეტესად 5-7 დღე გრძელდება, ავადმყოფი უჩივის სისუსტეს, დაღლილობას, თავის ტკივილს, კუნთებისა და სახსრების ტკივილს, გულისრევას, ღებინებას, კანის ქავილს, ტემპერატურის ზომიერ (37-38,5 0C-მდე) მომატებას. მცირე ასაკის ბავშვებს აქვთ კუჭის აშლილობა, მოზარდებსა და მოზრდილებს აწუხებთ ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა და კუჭის არეში. ავადმყოფის მდგომარეობა უმეტესად სიყვითლის გამოვლენისთანავე უმჯობესდება, ზოგადი სიმპტომები ქრება. სიყვითლის პერიოდს ახასიათებს მუქი შარდი, უფერული განავალი, ლორწოვანის, თვალის სკლერისა და კანის სიყვითლე. სიყვითლემ შესაძლოა მოიმატოს პირველ, მეორე, მესამე დღეს. გასტანს 1-2 კვირას, მერე კი ნელ-ნელა ცხრება. მდგომარეობა ნორმას საბოლოოდ რომ დაუბრუნდეს, კიდევ 1-2 კვირაა საჭირო. სიყვითლის პირველ დღეებში ისინჯება გადიდებული ღვიძლი (ჰეპატომეგალია), ზოგჯერ - ელენთაც.

მკურნალობა

განურჩევლად დაავადების სიმძიმისა, A ჰეპატიტი უმეტესად გამოჯანმრთელებით სრულდება.