ჰემოფილია A
ჰემოფილია იშვიათი მემკვიდრული დაავადებაა, რომელიც გულისხმობს სისხლის შედედების ფუნქციის დარღვეას, აღნიშნული გამოწვეულია სისხლში თრომბოციტების ნაკლებობით. შედეგად სისხლდენა არის საკმაოდ ხანგრძლივი და რთულად შესაჩერებელი. კანის ზედაპირზე არსებული ჭრილობებიდან განვითარებული სისხლდენა არ არის იმდენა სერიოზული პრობლემა რამდენადაც ორგანიზმში განვითარებული სისხლდენები და სისხლცაქცევები. განსაკუთრებით, მუხლების კოჭებისა და მხრების მიდამოებში. სისხლდენამ შესაძლოა დააზიანოს სხვადასხვა ორგანი ან ქსოვილი და იყოს სიცოცხლისთვის საფრთხის შემქმნელი. ჰემოფილია A დაავადების ყველაზე გავრცელებული სახეობაა, იგი გამოწვეულია სისხლის შემადედებელი მერვე ფაქტორის ნაკლებობით.