ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი

ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ხდება სისხლის წითელი უჯრედების ნაადრევი, პათოლოგიური განადგურება. ამ პროცესის დაწყების შემდეგ, დაზიანებული სისხლის წითელი უჯრედები თირკმელების საფილტრაციო სისტემაში იჭედებიან, რითაც შეიძლება გამოიწვიონ ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომთან დაკავშირებული თირკმლის უკმარისობა.

გამომწვევი მიზეზები

დაავადების შემთხვევათა უმეტესობა ვლინდება ბავშვებში, რომლებსაც 2 - 14 დღის განმავლობაში ჰქონდათ ფარარათი, იგი ხშირად სისხლიანია და გამოწვეულია ნაწლავის ჩხირის ერთ-ერთი შტამპით. ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი შეიძლება ზრდასრულებშიც განვითარდეს ნაწლავის ჩხირის ინფექციის გამო, თუმცა ამ ასაკში დაავადების განვითარების მიზეზი  შეიძლება გახდეს  ზოგიერთი წამალი, ინფექცია, ორსულობა და ა.შ

სიმპტომები

ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

არ არის გამორიცხულო განვითარდეს ნევროლოგიური სიმპტომები, მაგალითად გულყრა.

მკურნალობა

მიუხედავად იმისა, რომ ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი სერიოზული დაავადებაა, დროული და სათანადო მკურნალობის აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლებელია სრული გამოჯანმრთელება, განსაკუთრებით ბავშვებში.