ჰემოლიზური ანემია

ჰემოლიზური ანემია პათოლოგიური მდგომარეობაა, რომელსაც ახასიათებს ჰემოგლობინის დონის დაქვეითება და ერითროციტების გაძლიერებული ჰემოლიზი (დაშლა), რის შედეგადაც სისხლში იმატებს ერითროციტების დაშლის პროდუქტების: ბილირუბინის, თავისუფალი ჰემოგლობინის - დონე ან შარდში ჩნდება ჰემოსიდერინი. ამ ტიპის ანემიის მთავარი ნიშანია "ახალშობილი" ერითროციტების - რეტიკულოციტების მატება სისხლის წითელი უჯრედების ჭარბი წარმოების გამო.

მკურნალობა

დაავადების მკურნალობის პროცესში გამოიყენება სხვადასხვა სახის მედიკამენტი, რომელთა საშუალებით შესაძლებელია პაციენტის მდგომარეობის საგრძნობად გაუმჯობესება.