ჯიბლიბო

ჯიბლიბო არის ქუთუთოს კიდის მტკივნეული შესიება, ის ხშირად ჩირქს შეიცავს და უფრო ხშირად ქუთუთოს გარეთა ნაწილზე წარმოქიმნება. თუმცა ეს არ გამორიცხავს მისი ქუთუთოს შიგნითა ნაწილზე წარმოაქმნას. ჯიბლიბოს გამომწვევ მიზეზად ითვლება ცხიმოვანი ჯირკვლების ინფექცია. ამ ინფექციის ყველაზე ხშირი გამომწვევია სტაფილოკოკური ბაქტერია. ჯიბლიბოს ნიშნები და სიმპტომებია: წითელი შესიება ქუთუთოზე, რომელიც ძირმაგარას ან მუწუკს გავს, ქუთუთოს ტკივილი და შეშუპება, ცრემლიანობა. უმეტეს შემთხვევაში ჯიბლიბო თავისით ქრება 2 - 3დღეში. ტკივილისა და სისკომპორტის საწინააღმდეგოდ კარგი საშუალებაა თბილი საფენის თვალზე დადება.