ხორხის სიმსივნე, რომელიც გაურკვეველი მიზეზის გამო უფრო მეტად მამაკაცებში ვითარდება ვიდრე ქალებში, შეიძლება იყოს ნაოჭზედა ანუ ვესტუბულური ან ნაოჭქვედა. ხორხის ნაოჭზედა სიმსივნე გამოირჩევა ავთვისებიანი მიმდინარეობით. სიმსივნე ჩვეულებრივ ვრცელდება ენაზე და ხორხსარქველზე. საწყის ეტაპზე მდგომარეობა უსიმპტომოდ ვითარდება, შემდგომში წარმოიქმნება უსიამოვნო შეგრძნება ყლაპვის დროს, მოგვიანებით ვლინდება ტკივილიც. დათვალიერებისას აღინიშნება ბორცვისებრი წანაზარდი ან ინფილტრატი (ორგანიზმის ქსოვილებში სისხლის, ლიმფისა და უჯრედოვანი ელემენტების გროვა)
რაც შეეხება ხორხის ნაოჭქვედა სიმსივნეს ძირითადი სიმპტომია სუნთქვის გაძნელება და ხმის ჩახლეჩა. გავრცელებული კიბო დროს-ხველა ნახველით, ლპობითი სუნი პირიდან.
ნაოჭქვედა კიბოს, პირველ და მეორე სტადიაში, მკურნალობენ ოპერაციული გზით, მესამე და მეოთხე სტადიებში ოპერაციის შემდეგ ატარებენ სხივურ თერპიას. დაავადების გავრცელებულ სტადიებზე შესაძლებელია ქიმიოპრეპარატების დანიშვნა.