მდგომარეობის განვითარების მიზეზი ძირითადად უმოძრაო ცხოვრების წესია. სამსახურში, უნივერსიტეტში თუ სახლში ხანგრძლივი დროის განმავლობაში დგომა და ჯდომა ხერხემლის მთლიანი სტრუქტურის დეგენერაციის საფუძველი ხდება. გარდა ამისა, გარკვეული პერიოდების განმავლობაში უმოძრაო მდგომარეობიდან აქტიურ ფიზიკურ დატვირთვაზე გადასვლაც ხელს უწყობს მალათაშორის დისკების და მთლიანად ხერხემლის დაზიანებას, მათ შორის ხერხემლის კისრის მალის დისკის დეგენერაციული ცვლილებას.
თანამედროვე მედიცინის მიღწევები საშუალებას იძლევა, კონსერვატული მკურნალობით, თავიდან იქნეს აცილებული ქირურგიული ჩარევები. კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს ფიზიკური და ბიოდინამიკური მეთოდების მთელ წყებას. ესენია: ფიზიოთერაპია, დაჭიმვა, კინეზოთერაპია, მასაჟი, მანუალური თერაპია, საჭიროების შემთხვევაში - ლოკალური მიკროინექციებიც.