ხერხემლის გულმკერდის მალის დეგენერაციული ცვლილება ადამიანს აწუხებს მოზრდილ ასაკში და დაკავშირებულია მისი ცხოვრების წესთან. პაციენტები, რომლებსაც აწუხებთ ტკივილის სიმპტომები ხერხემლის არის გულმკერდის დონეზე, როგორც წესი, უძრავი ცხოვრების წესის მიმდევრები არიან, მაგალითად, მუშაობენ კომპიუტერთან, უწევთ სამსახურში სავარძელზე ან გადაადგილებისას საჭესთან ხანგძლივად ჯდომა, ბავშვის ძუძუთი კვება და ა.შ.
თანამედროვე მედიცინის მიღწევები საშუალებას იძლევა, კონსერვატული მკურნალობით, თავიდან იქნეს აცილებული ქირურგიული ჩარევები. კონსერვატიული მკურნალობა მოიცავს ფიზიკური და ბიოდინამიკური მეთოდების მთელ წყებას. ესენია: ფიზიოთერაპია, დაჭიმვა, კინეზოთერაპია, მასაჟი, მანუალური თერაპია, საჭიროების შემთხვევაში - ლოკალური მიკროინექციებიც.