ჭინჭრის ციება

ჭინჭირის ციება, აგრეთვე ცნობილი, როგორც ურტიკარია არის კანის ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს კანზე პატარა ლაქების და დიდი ზომის ბუშტების გაჩენას.

გამომწვევი მიზეზები

 ჭინჭირის ციება შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთმა საკვებმა, მაგალითად მოლუსკებმა, თევზმა, მისიწს ტხილმა კვერცმა ან რძემ. თითქმის ყველა მედიკამენტს შეუძლია ჭინჭირის ციების და ანგიოდემის გამოწვევა. ხშირი გამომწვევებია პენიცილინი, ასპირინი, წნევის წამლები და ა.შ. ჭინჭრის ციებას ხშირად იწვევს მცენარის მტვერი, ცხოველების ქერტლი, ლაქტესი და მწერების ნაკბენები, გარდა ამისა გარემო ფაქტორები, მაგალითად სიცხე, მზის სხივები, წყალი და ზეწოლა კანზე, ემოციური სტრესი და ვარჯიში. დაავადება შეიძლება განვითარდეს სისხლის გადასხმის, იმუნური სისტემის პათოლოგიების (მგლურა) ზოგიერთი ტიპის სიმსივნის დროს. გარდა ამისა, ჯირკვლის პათოლოგიების და ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების საპასუხოდ.

სიმპტომები

ჭინჭრის ციებასთან დაკავშირებული ბუშტუკები შეიძლება იყოს რამდენიმე მილიმეტრის ან სანტიმეტრის დიამეტრის, ოვალური ან მატლის ფორმის, წითელი ან კანის ფერი და ახასიათებდეთ ქავილი. ჭინჭრის ციება ძირითადად 24 საათში ქრება. რაც შეეხება ქრონიკულ ჭინჭრის ციებას მისი სიმპტომები შეიძლება თვეების ან წლების განმავლობაში გაგარძელდეს.

მკურნალობა

მკურნალობა გულისხმობს ანტიჰისტამინური პრეპარატების მიღებას მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით.