წინაგულთა ფიბრილაცია
წინაგულების ფიბრილაცია არის არარეგულარული და სწრაფი გულისცემა. რომელიც იწვევს სხეულის სისხლით არასაკმარის მომარაგებას. ამ დროს გულის ზედა ორი საკანი (წინაგულები) ცემს ქაოტურად და არარეგულარულად, გულის ქვედა ორი საკანი (პარკუჭები) კი კოორდინირების გარეშე. წინაგულების ფიბრილაცია შეიძლება იყოს ეპიზოდური, თუმცა მდგომარეობა შესაძლოა გახანგრძლივდეს და საჭირო გახდეს სამედიცინო დახმარება. მიუხედავად იმისა, რომ თავად წინაგულების ფიბრილაცია არ არის სიცოცხლისთვის საშიში, მდგომარეობა ძალიან სერიოზულია და ხანდახან საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. მას ახლავს გართულებები, წინაგულების ფიბრილაციის შედეგად შესაძლოა ჩამოყალიბდეს სისხლის კოლტები, რომლებიც გადადიან სისხლის მიმოქცევაში და მიემართებიან სხვადასხვა ორგანოებისკენ. ეს პროცესი კი იწვევს სისხლის დინების დაბლოკვას, რაც იშემიის სახელწოდებითაა ცნობილი.