ცხვირ-საცრემლე სადინარის გაუვალობა

ცრემლების წარმოქმნა ხდება საცრემლე ჯირკვლებში. ეს ჯირკვლები თითოეული თვალის ზედა ქუთუთოში მდებარეობს. ჩვეულებრივ, ცრემლები საცრემლე ჯირკვლიდან თვალის ზედაპირზე გადმოდის. ცრემლები იწოვება წვრილ ხვრელებში, რომლებიც მოთავსებულია ზედა და ქვედა ქუთუთოების მიერ შექმნილ კუთხესთან. 

თქვენს ქუთუთოებში მოთავსებულ სადინრებს(კანალიკულებს) ცრემლი გადააქვთ საცრემლე პარკებში, რომელიც მოთავსებულია ქუთუთოების ცხვირთან მიმაგრების ადგილას. საცრემლე პარკიდან, ცრემლები მიედინებიან არხში (ნასოლაკრიმალური არხი), რის შედეგადაც გამოთავისუფლდებიან ცხვირის ღრუში. ცხვირის ღრუში მოხვედრილი ცრემლები უკან შეიწოვება. 

დახშობა წვრილი ხვრელიდან ცხვრის ღრუს ჩათვლით ცრემლის სადრენაჟე სისტემის ნებისმიერ წერტილში შეიძლება მოხდეს. ამ დროს ცრემლები არ იწოვება ნორმალურად და შედეგად თვალები მუდმივად ცრემლიან მდგომარეობაშია, რაც ზრდის თვალის ანთბისა და ინფექციების რისკს. 

გამომწვევი მიზეზები

ცხვირ-საცრემლე სადინარის გაუვალობა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს განპირობებული, მათ შორის: 

სიმპტომები

დაავადების სიმპტომები შესაძლოა იყოს:

მკურნალობა

ცხვირ-საცრემლე სადინარის გაუვალობა განკურნებადი დაავადებაა. მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია მდგომარეობის მიზეზსა და პაციენტის ასაკზე.