ცხვირის ძგიდის გამრუდება

ცხვირის ძგიდის გამრუდების დროს ნესტოებს შორის არსებული თხელი კედელი გადახრილია ერთ მხარეს. ხშირ შემთხვევაში, ძგიდის გადახრის გამო ერთ-ერთი გამტარი გზა ცხვირის ღრუში (ნესტო) შევიწროებულია. როცა ძგიდის შევიწროება მძიმეა, შესაძლოა ცხვირის ნაწილი დაიხშოს და გაჭირდეს სუნთქვა. ჰაერის დინებით გამოწვეული გამოშრობა კიდევ უფრო ამძიმებს გადახრის სიმპტომებს და იწვევს სისხლდენას ან ქერქის ჩამოყალიბებას ზოგიერთ ადამიანში. 

გამომწვევი მიზეზები

გამრუდებული ძგიდის შესაძლო მიზეზებია, თანდაყოლილი მდგომარეობა. ზოგიერთ შემთხვევაში, ძგიდის გამრუდება ხდება ემბრიონის ჩამოყალიბების დროს, ასევე, ცხვირის ტრავმული დაზიანება.

სიმპტომები

ძგიდის დეფორმაცია უმეტესად უსიმპტომოა, შესაძლოა ადამიანმა არც კი იცოდეს დეფორმაციის შესახებ. თუმცა, ზოგჯერ ძგიდის გამრუდების სიმპტომებია: 

მკურნალობა

მკურნალობა დაცობის დროს შესიების საწინააღმდეგო მედიკამენტებით წარიმართება. ასევე გამოიყენება მისაკრობი პლასტირი ცხვირის ღრუს გასახსნელად. ძგიდის გამრუდების მკურნალობა მხოლოდ ქირურგიული გზითაა შესაძლებელი.