ცოფი

ცოფი გამოწვეულია მომაკვდინებელი ვირუსით, რომელიც ადამიანებზე გადადის ინფიცირებული ცხოველის ნერწყვიდან. ცოფის ვირუსი, როგორც წესი, ნაკბენის საშუალებით გადაეცემა. საქართველოში უპატრონო ძაღლები ადამიანებზე ვირუსის ყველაზე ხშირი გამავრცელებლები არიან. ვირუსის გამავრცელებელი ცხოველები ძირითადად არიან შინაური და ფერმის ცხოველები, მაგალითად კატა, ძროხა, ძაღლი, ქრცვინი, თხა, ცხენი ასევე შემდეგი გარეული ცხოველები: ღამურა, ტახვი, ველის მგელი (კოიოტი) მაიმუნი, მელია, ენოტი და სკუნსი. ცოფის თავდაპირველი სიმპტომები გრიპის მსგავსია და გრძელდება რამდენიმე დღე. სიცხე, ტავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, აფორიაქება, შფოთვა, დაბნეულობა, ჰიპერაქტიურობა, ყლაპვის გაძნელება, ჭარბი ნერწყვდენა, ჰალუცინაციები, უძილობა, ნაწილობრივი პარალიზი ცოფის ვირუსით დაინფიცირების მანიშნებელი სიმპტომებია, რაც მოითხოვს სასწრაფო ვაქცინაციას, ფატალური შედეგების თავიდან არიდების მიზნით.