ცისტიცერკოზის განვითარება იწყება ბაქტერიის კვერცხების ორგანიზმში მოხვედრით. გავრცელების ძირითადი წყარო დაბინძურებული საკვებია. რისკ ფაქტორებს შეიცავს არასაკმარისად გასუფთავებული და დამუშავებული ღორის ხორცის, ხილისა და ის ბოსტნეულის მიღება.
დაავადება ძირითადად განვითარებად ქვეყნებშია გავცელებული. უმეტეს შემთხვევაში ჭიები რჩებიან კუნთებში და საერთოდ არ ავლენენ რაიმე სახის სიმპტომს, მაგრამ გამოვლენის შემთხვევაში ისინი დამოკიდებულია იმაზე, თუ სხეულის რომელ ნაწილში ჩამოყალიბდა ინფექცია. თვალების დაზიანება იწვევს მხედველობის გაუარესებასა და სიბრმავეს, გულის შემთხვევაში რიტმის დარღვევასა და იშვიათად შეტევას, ხერხემლის დაზიანების დროს კი ვლინდება საერთო სისუსტე, ხერხემალში არსებული ნერვების დაზიანების გამო სიარული მანერის ცვლილება.
მკურნალობა გულისხმობს პარაზიტის განადგურებისთვის საჭირო მედიკამენტების მიღებას, დაინფიცირებული არის მოცილებისთვის შეიძლება ჩატარდეს ქირურგიული ოპერაციაც. საბედნიეროდ, მკურნალობა საკმაოდ ეფექტური და კარგი შედეგის მომცემია.