ცელიაკის (ცელიაკია) დაავადება
ცელიაკაია არის იმუნური რეაქცია საკვებში შემავალ პროდუქტ გლუტენზე, რომელსაც შეიცავს მარცვლეული კულტურები, მაგალითად, ხორბალი, ჭვავი ან ქერი. დაავადების განვითარების შემთხვევაში გლუტენის მიღება იწვევს იმუნური სისტემის პასუხს წვრილ ნაწლავში. დროთა განმავლობაში ეს რეაქცია აყალიბებს ანთებით პროცესს, რომელიც აზიანებს ჭვრილი ნაწლავის კედელს და ხელს უშლის საკვების შეწოვას. ნაწლავური დაზიანება შესაძლოა გამოვლინდესწონაში კლებით, შებერილობით და ზოგჯერ ფაღარათით. გარკვეული დროის შემდეგ, ტვინი ნერვული სისტემა, ძვლები რვიძლი და სხვა ორგანოები განიცდიან საკვები ნივთიერებების ნაკლოვანებას და შიმშილს. ბავშვებში შეწოვის პრობლემამ შესაძლოა ზრდა-განვითარების შეფერხება გამოიწვიოს, ნაწლავური გაღიზიანება ვლინდება ტკივილით, განსაკუტრებით ჭამის შემდეგ. ცელიაკაია განუკურნებელი დაავადებაა, მაგრამ სწორი გლუტენისგან თავისუფალი დიეტის დაცვა ხელს უწყობს ნაწლავების აღდგენასა და სიმპტომების თავიდან აცილებას.