თურქული კეხი ეწოდება თავის ქალის ჩონჩხის ერთ-ერთ ძვალს, რომელიც თავის ქალას ღრუსკენაა მიმართული და ფორმით უნაგირს ჰგავს. კეხის ცენტრალურ ნაწილშია ჰიპოფიზის ფოსო, სადაც მდებარეობს ჰიპოფიზი. "ცარიელი" თურქული კეხის სინდრომი გულისხმობს თურქული კეხის გაფართოებას კეხის დიაფრაგმაში ხვრელის გავლით, თიაქრის პარკის გაღწევის შედეგად, რომელიც წარმოქმნილია ქსელისებრი გარსითა და ავსებულია ცერებროსპინური სითხით (თხიერი გარემო, რომელიც გარს ერტყმის თავისა და ზურგის ტვინს) დაავადებულთა უმრავლესობა არის მრავალჯერ ნამშობიარები ჭარბი წონის ქალბატონები, რომელთაც აწუხებთ თავის ტკივილი და არტერიული ჰიპერტენზია.