ჩუტყვავილა

ჩუტყვავილა (ვარიცელა) ვირუსული ინფექციაა, რომელიც იწვევს გამონაყარსა და ქავილს. იგი გადამდები დაავადებაა და ვრცელდება იმ ადამიანებზე, რომელთაც იგი არ გადაუტანიათ ან არ არიან აცრილები. დაავადების ხანგრძლივობა ძირითადად 5 - 10 დღეა და ხასიათდება სხეულის ზედაპირზე გამონაყარის გაჩენით, პაციენტებს აღენიშნებათ სხვა სიმპტომებიც, რომლებიც ჩნდება გამონაყარამდე 1- 2 დღით ადრე ეს სიმპტომებია სიცხე, უმადობა, თავის ტკივილი, მტკივნეულობისა და ცუდად ყოფნის ზოგადი შეგრძნება. უმეტეს შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს. ამის მიუხედავად საჭიროა ვაქცინაცია, რაც უსაფრთხო და ეფექტური გზაა პრევენციისა და გართულებების თავიდან აცილებისთვის.