ჩინური რესტორნის სინდრომი
ნატრიუმის გლუტამინი მთელს მსოფლიოში საკმაოდ გავრცელებული საკვები დანამატია. გასული საუკუნის 70-იან წლებში ამერიკელმა ნეიროქირურგმა აღმოაჩინა, რომ ნატრიუმის გლუტამატი ვირთხების ტვინს აზიანებდა, მისმა იაპონელმა კოლეგამ კი თვალების დაზიანების შესახებ გამოთქვა ჰიპოთეზა. ამის შემდეგ ადამიანებზეც დაიწყო დაკვირვების პროცესი და მკვლევართა განცხადებით, მათ 30%-ს, ვინც ნატრიუმის გლუტამატით გაჯერებულ საკვებს ხშირად მიირთმევს, თავის ხშირი ტკივილი, გახშირებული გულისცემა, გართულებული სუნთქვა, სხეულის ტემპერატურის მატება და ზოგადი სისუსტე აწუხებს. ვინაიდან ამ დანამატს აღმოსავლეთში აქტიურად იყენებდნენ, სიმპტომთა ერთობლიობას "ჩინური რესტორნის სინდრომი" უწოდეს.