დაავადების განვითარების ზუსტი მიზეზი უცნობია, შესაძლებელია იმუნური სისტემის ჰიპერაქტიური მოქმედება გამოწვეული იყოს გენების და გარემო ფაქტორების კომბინაციით. ასეთ ფაქტორებს მიეკუთვნება ალერგიები ან ზოგიერთი მედიკამენტი. იმის მაგივრად რომ იმუნურმა სისტემამ თავი დაიცვას შემოჭრილი ბაქტერიებისგან და ვირუსებისგან, მისი რეაქცია გადამეტებულია და აზიანებს ჯანმრთელ ქსოვილს, რაც საბოლოოდ იწვევს გავრცელებულ ანთებას.
ჩარგ-სტრაუსის სინდრომის ყველაზე ხშირი სიმპტომი არის ასთმა, ასევე გართულებული სუნთქვა, მუდმივი თხევადი გამონადენი ცხვირიდან, რასაც თან ახლავს ტკივილი სახის არეში. ძლიერი ტკივილი და მგრძნობელობის დაკარგვა ხელის მტევნის და ტერფების არეში.
ჩარგ-სტრაუსის სინდრომი იშვიათი დაავადება და არ იკურნება, თუმცა სტეროიდების და იმუნიტეტის დამთრგუნველი ძლიერი წამლების მეშვეობით შესაძლებელი ხდება დაავადების სიმპტომები კონტროლი.