ტერმინი შფოთვა იხმარება იმ მღელვარების აღსაწერად, რომელიც პოტენციური საფრთხის მოახლოვებას უძღვის წინ.
შფოთვა რომელსაც თან ახლავს პანიკური აშლილობა ხასიათდება ხშირი, მოულოდნელი პანიკური შეტევებით, რომელსაც თან ახლავს შიში, რომ ეს შეტევა კვლავ განმეორდება. ერთი პანიკური შეტევა თავისთავად არ გულისხმობს პანიკურ აშლილობას. პანიკური აშლილობის გავრცელებული სიმპტომებია მოულოდნელი ყვირილი, პულსის აჩქარება, ჟანგბადის უკმარისობა, ოფლიანობა, გაფითრება, კანკალი, დერეალიზაცია და დეპერსონალიზაცია.