შფოთვითი აშლილობა

ტერმინი შფოთვა იხმარება იმ მღელვარების აღსაწერად, რომელიც პოტენციური საფრთხის მოახლოვებას უძღვის წინ. შფოთვა ერთგვარი ადაპტური მექანიზმიცაა, რომელიც გვაფრთხილებს მოსალოდნელი საფრთხის შემცველი სტიმულაციის შესახებ. მაგალითად შფოთვის საშუალო დონე გამოცდისა თუ პრეზენტაციის წინ ნორმალურია. გადაჭარბებული შფოთვა წარმოადგენს შიშის გაურკვეველ, შეუპოვარ განცდას, როდესაც არ არსებობს საშიში სტიმულის შემცველი სიტუაცია. ამ ტიპის გადაჭარბებული შფოთვითი რეაქცია შესაძლოა გამოიწვიოს სპეციფიკური ობიექტებისადმი შიშმა, რასაც ეწოდება "შფოთვითი წინათგრძნობა"  შფოთვითი აშლილობა მოიცავს გადაჭარბებულ შფოთვას და მუდმივ მცდელობას თავიდან აიცილოს შიშისა და მღელვარების გამომწვევი სიტუაცია. ეს ყველაფერი ხელს უშლის ადამიანის ნორმალურ ფუნქციონირებას გარემოში.