შუა ყურის ანთება

შუა ყურის ინფექცია (მწვავე შუა ოტიტი) ყველაზე ხშირი ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციაა, რომელიც აზიანებს შუა ყურს - ჰაერით სავსე სივრცეს დაფის აპკის უკან, რომელიც შეიცავს ყურის მცირე ზომის, ვიბრირებად ძვლებს.

გამომწვევი მიზეზები

ყურის ინფექცია ყველაზე ხშირად ბავშვებში ვლინდება და ხშირად გაციების, გრიპის, ალერგიის, ისეთი დაავადებების შედეგია რომლებიც იწვევენ ცხვირის დახშობას, ასევე ცხვირის ღრუს სასუნთქი გზების, ყელისა და ვესტაქის ლულების (წვრილი მილების წყვილი, რომელიც თითოეული შუა ყურიდან მიემართება ყელის უკანა ნაწილში)  შესიებას. ყურის ინფექციები ხშირად მტკივნეულია, რადგან შუა ყურში ამ დროს ანთება და სითხის დაგროვება მიმდინარეობს.

სიმპტომები

ბავშვებში ვლინდება შემდეგი სიმპტომები:

რაც შეეხება ზრდასრულ პაციენტებს, მათ აღენიშნებათ დაქვეითებული სმენა, ყურიდან სითხის გამონადენი და ყურის ტკივილი, განსაკუთრებით წოლით მდგომარეობაში.

მკურნალობა

გამომდინარე იქედან, რომ ყურის ინფექციები, ხშირად, თავისით შუშდება, მკურნალობა შესაძლოა მიმართული იყოს ტკივილის გაკონტროლებასა და მონიტორინგზე. ყურის ინფექცია ახალშობილებში და სხვა მძიმე შემთხვევებში, ძირითადად, ანთიბიოტიკურ თერაპიასაც მოითხოვენ.