შიზოაფექტური აშლილობა - მანიაკალური ტიპი

შიზოაფექტური აშლილობა მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანს აღენიშნება შიზოფრენიისა და განწყობის აშლილობის კომბინაციური სიმპტომები. შიზოაფექტური აშლილობის მანიაკალური ტიპი ხასიათდება ავადმყოფურად ამაღლებული ხასიათით, რომელიც შერწყმულია დაუსაბუთებელ ოპტიმიზმთან, აჩქარებულ აზროვნებასთან და მეტისმეტ აქტიურობასთან. ავადმყოფთათვის დამახასიათებელია სიხარულის, ბედნიერების, საკუთარი შესაძლებლობების გადაფასების განცდა. დარღვეული ძილი და მენსტრუალური ციკლი მომატებული მადა, სექსუალობა, მცირედ გამოხატული მანია (ჰიპოპმანია) ხშირად შერწყმულია მრავალფეროვან სომატურ სიმპტომებთან, ალერგიებთან, ნევროზულ გამოვლინებებთან.

მკურნალობა

მკურნალობის გარეშე, შიზოაფექტური აშლილობა იწვევს ადამიანის გარიყვას, სამსახურეობრივ პრობლემებს, განათლების პრობლემას ან ოჯახზე ჭარბ დამოკიდებულებას. მკურნალობით შესაძლებელია, შიზოაფექტური აშლილობით დაავადებული ადამიანებისათვის, სიმპტომების მართვა და სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესება