შიზოაფექტური აშლილობა - დეპრესიული ტიპი
შიზოაფექტური აშლილობა მდგომარეობაა, რომლის დროსაც ადამიანს აღენიშნება შიზოფრენიისა და განწყობის აშლილობის კომბინაციური სიმპტომები. შიზოაფექტური აშლილობის დეპრესიული ტიპი ხასიათდება ავადმყოფურად დაქვეითებული ხასიათით, უგუნებობით, რასაც ზოგჯერ თან ახლავს სიმძიმის გრძნობა გულმკერდის არეში, ინტელექტუალური და მოტორული დამუხრუჭება. დეპრესიის დროს სამყაროს პესიმისტურ აღქმას თან ახლავს შფოთვა, დანაშაულის გრძნობა, არასრულფასოვნების იდეა, რომელიც მძიმე შემთხვევებში ღებულობს თვითდანაშაულების ბოდვით ხასიათს, აღინიშნება სუიციდური იდეები და ტენდენციები. გარდა ამისა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მადის დაქვეითება, რასაც თან ახლავს სიგამხდრე.