შიგელიოზი

შიგელიოზი არის ნაწლავური ინფექცია, რომელსაც იწვევს ბაქტერია შიგელლა, მისი გავრცელების ძირითადი დაინფიცირებული ადამაინის განავალთან პირდაპირი კონტაქტი, მაგალითად, ინფიცირებული ბავშვისთვის საფენის გამოცვლის შემდეგ თუ პაციენტი არ დაიბანს ხელს, დიდია რისკი ბაქტერია  ხელიდან პირზე პირიდან კი ორგანიზმში მოხვდეს, გარდა ამისა საკმარისია ბაქტერიით დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღებაც. ინფექციის განვითარების რისკის ქვეშ უმეტესად 2-დან 4 წლამდე ასაკის ბავშვები არიან. მსუბუქ ფორმებში მიმდინარე ინფექცია თავისით გაივლის ერთი კვირის განმავლობაში.

სიმპტომები

ინფექციის ნიშნები და სიმპტომები ძირითადად ბაქტერიის ორგანიზმში შეჭრიდან ერთი ან ორი დღის შემდეგ ვლინდება და განვითარებისთვის სჭირდება დაახლოებით ერთი კვირა. ნიშნები და სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს დიარეას, ცხელებას, მუცლის ღრუს ტკივილისა და კრუნჩხვებს.

მკურნალობა

შიგელიოზის მკურნალობის კურსი ძირითადად 5 დან 7 დღემდე გრძელდება და უმეტეს შემთხვევაში მოიცავს დიარეის შედეგად დაკარგული სითხის აღდეგანს. შიგელიოზის გართულებული ფორმის შემთხვევაში საჭირო ხდება სხვადასხვა სახის ინტიბიოტიკის მიღება. საბედნიეროდ დროული მკურნალობით შესაძლებელია დაავადებისა და მისი სიმპტომებისგან განთავისუფლება.