შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი)

შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი) არის ქრონიკული, პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსით. აივ ანადგურებს სისხლის თეთრ უჯრედებს, რომლებიც მონაწილეობენ ინეფციებთან ბრძოლაში, რაც უფრო ნაკლებია სისხლში თეთრი უჯრედების რაოდენობა მით უფრო მეტად სუსტდება იმუნური სისტემა.

გამომწვევი მიზეზები

აივით დაინფიცირებისთვის აუცილებელია დაინფიცირებული სისხლის ან საშორს გამონადენის ორგანიზმში მოხვედრა. აივ არ ვრცელდება, ჰაერით, წყლით და მწერის ნაკბენით. მკურნალობის გარეშე აივ ინფექცია დაახლოებით 10 წელში გადადის შიდსში. შიდსით დაავადებულ ადამიანთან ჩვეულებრივი კონტაქტით, მაგალითად, ჩახუტებით, კოცნით, ცეკვით ან ხელის ჩამორთმევით დაინფიცირება შეუძლებელია. შიდსის დიაგნოზის დასმის მომენტისთვის იმუნური სისტემა ძლიერადაა დაზიანებული, რაც ზრდის ოპორტუნისტული ინფექციების რისკს. ასეთი სახის ინფექციები არ აზიანებს ნორმალური იმუნური სისტემის მქონე ადამიანს.

სიმპტომები

შეძენილ იმუნოდეფიციის სინდრომს ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:

მკურნალობა

აივ/შიდსის მკურნალობა შეუძლებელია, თუმცა არსებობს წამლები, რომლებიც მკვეთრად ამცირებენ დაავადების პროგრესირებას. ამ წამლებმა ბევრ განვითარებად ქვეყნებში შეამცირეს შიდსით გამოწვეული სიკვდილიანობა.