შემომსაზღვრელი ბრტყელი ლიქენი
ბრტყელი ლიქენი ანთებითი მდგომარეობაა, რომლის დროსაც ზიანდება კანი და ლორწოვანი ზედაპირები. ბრტყელი ლიქენის მიზეზი უცნობია, თუმცა სავარაუდოა ანთებითი პროცესების, იმუნური რეაქციების როლი. ზოგიერთი დაავადება, მდგომარეობა ან ფაქტორი ასევე შეიძლება მოქმედებდეს ლიქენის განვითარებაზე. სავარაუდო ფაქტორებად ითვლება, C ჰეპატიტით ინფიცირება, B ჰეპატიტისა და გრიპის ვაქცინა, გარკვეული პიგმენტები, ქიმიური ნივთიერებები, მეტალები და სხვა.