დაავადებას გააჩნია ორი ძირითადი სიმპტომი ეს არის თვალების სიმშრალე - თვალებში შესაძლოა აღინიშნებოდეს წვის, ქავილის ან ქვიშიანობის შეგრძნება, ასევე პირის ღრუს სიმშრალე - პაციენტი გრძნობს თითქოს პირი სავსეა ბამბით, რაც აძნელებს ყლაპვასა და საუბარს. ზოგიერთ დაავადებულ ადამიანს ასევე აღენიშნება,:
მიუხედავად იმისა, რომ სინდრომი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, ადამიანების უმრავლესობა დიაგნოზის დასმის დროს 40 წელს გადაცილებულია. დაავადება გაცილებით ხშირია ქალებში. თანამედროვე საშუალებების გამოყენებით მკურნალობა მიმართულია გამოვლენილი სიმპტომების შემსუბუქებისკენ.