შარდის შეუკავებლობა არის გავრცელებული და შემარცხვენელი პრობლემა. სიმწვავე მერყეობს შარდის ხველების ან დაცემინების დროს იშვიათი გაჟონვიდან ძლიერ და უეცარ მოთხოვნილებამდე. შარდის შეუკავებლობა სიმპტომია და არა დაავადება. იგი შეიძლება გამოიწვიოს ყოველდღიურმა ჩვევებმა, ფარულად მიმდინარე დააავადებებმა და ფიზიკურმა პრობლემებმა. ზოგიერთი სასმელი საკვები მედიკამენტი მოქმედებს როგორც შარდმდენი. ისინი აღიზიანებენ შარდის ბუშტს და ზრდიან შარდის მოცულობას. მათ შორისაა: ალკოჰოლი, კოფეინი, უკოფეინო ყავა და ჩაი, გაზიანი სასმელები, ხელოვნური დამატკობლები, სიმინდის სიროფი, საკვები რომელშიც ჭარბადაა სუნელები, შაქარი ან მჟავა, გულის და სისხლის წნევის მედიკამენტები, დამამშვიდებლები და კუნთების მომადუნებლები, ასევე B და C ვიტამინის დიდი დოზები. მიზეზი შეიძლება იყოს საშარდე გზების ინფექცია, ყაზბობა, ორსულობა, მშობიარობა, ასაკთან დაკავშირებული ცვლილებები, მენოპაუზა, საშვილოსნოს ამოკვეთა და სხვა. ბევრ შემთხვევაში ცხოვრების წესის მარტივი ცვლილებები და მედიკამენტური მკურნალობა ამცირებს დისკომფორტს და აჩერებს შარდის შეუკავებლობას.