შაკიკი

შაკიკი იწვევს ძლიერ, პულსირებად, ბასრ თავის ტკივილს თავის ერთ რეგიონში და ხშირად ახლავს თან გულისრევის შეგრძნება, ღებინება, გაძლიერებული მგრძნობელობა როგორც სინათლეზე ისე ხმაურზე. შაკიკის შეტევებმა შეიძლება გმოიწვიოს ძლიერი ტკვილი, რომელიც გასტანს რამდენიმე საათს ან დღეს და იმდენად ძლიერია, რომ პაციენტი ბნელ, მშვიდ ადგილას ყოფნას ამჯობინებს. ზოგიერთი ტიპის შაკიკს წინ უძღვის სენსორული სიმპტომების გამაფრთხილებელი გამოვლინება - აურა (ცენტრალური ნერვული სისტემიდან წამოსული სიმპტომები, რომლებიც იწვევს მხედველობის ცვლილებებს, როგორიცაა სინათლის გაელვება) მხედველობის დაქვეითება, ჩხვლეტის შეგრძნება კიდურებში. შაკიკის განვითარების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სავარაუდოა გენეტიკური და გარემოფაქტორების გარკვეული როლი. შაკიკს შესაძლოა იწვევდეს ცვლილებებს ტვინის ღეროში და ამ ცვლილებების გავლენა სამწვერა ნერვზე, რომელიც ტკივილის გადაცემაშია ჩართული.

მკურნალობა

მედიკამენტები საშუალებას იძლევა შემცირდეს შაკიკის სიხშირე და სიძლიერე. სწორი მედიკამენტური თერაპია და ცხოვრების სტილის ცვლილება საუკეთესო საშუალებებია შაკიკის უკეთ გაკონტროლებისთვის.