შავი ჭირი

შავი ჭირი მძიმე ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც გადადის რწყილებით. შუა საუკუნეების ეპოქაში, დაავადება ცნობილი იყო, როგორც შავი სიკვდილი, დღესდღეობით მსოფლიოში შავი ჭირით წლიურად 5.000-ზე ნაკლები ადამიანი იღუპება. სამედიცინო ჩარევის გარეშე დააავადება მომაკვდილებელი სიმძიმისაა.

გამომწვევი მიზეზები

შავი ჭირის გამომწვევი ბაქტერია - იერსინია პესტისი - ადამიანებზე გადადის იმ რწყილის კბენის შედეგად, რომელიც წარსულში იკვებებობდა დაავადებული ცხოველების სისხლით. ასეთი ცხოველებია: ვირთხა, ციყვი, კურდღელი, მდელოს ძაღლი, ბურუნდუკი. ბაქტერიის გადაცემა ასევე შესაძლებელია კანის ჭრილობაზე დაავადებული ცხოველის სისხლის მოხვედრის შედეგად. შინაური კატები ასევე შესაძლოა დაინფიცირდნენ შავი ჭირით რწყილის კბენის ან დააავადებული მღრღნელებით კვების შედეგად.

სიმპტომები

შავი ჭირის ყველაზე გავრცელებული ფორმა იწვევს მტკივნეულ და შესიებულ ლიმფურ კვანძებს საზარდულის, კისრისა და იღლიის არეებში. შესიებულ ლიმფულ კვანძებს ბუბონებს უწოდებენ. შავი ჭირის ყველაზე იშვიათი და ფატალური ფორმა აზიანებს ფილტვებს და ვრცელდება ადამიანიდან ადამიანზე.

მკურნალობა

თუკი მოგზაურობის შემდეგ ირგძნობა დაავადების სიმპტომები აუცილებელია სასწრაფო სამედიცინო დახმარება ინფექციის გართულების თავიდან ასაცილებლად.