ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომი წარმოადგენს ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების დარღვევით გამოწვეული სიმპტომების ერთობლიობას. ეს სიმპტომები მოიცავს:
1. ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტს
2. იმპულსურობას
3. ჰიპერაქტივობას
მდგომარეობას, ხშირად ერთვის ემოციური მოუმწიფებლობა, აგრესიულობა.
ადრეული ბავშვობიდანაა შესამჩნევი. ასეთი ბავშვების ნახევარს უკვე 3 წლის ასაკიდან ხშირად ეცვლებათ გუნება-განწყობა, ღიზიანდებიან.
ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობს როგორც გენეტიკური, ისე გარემო ფაქტორები.