ვურუსის გადამტანი კოღოა Aedes aegypt. ეს კოღო დასახლებულ პუნქტებთან ახლოს ცხოვრობს და ყველაზე ხშირად აინფიცირებს ადამიანებს და მაიმუნებს, კოღოები ავრცელებენ ამ ვირუსს ადამიანიდან მაიმუნში და პირიქით. როდესაც კოღო უკბენს დაინფიცირებულ ადამიანს ან მაიმუნს, ვირუსი ხვდება მისი სისხლის მიმოქცევაში და ლადგება სანერწყვე ჯირკვლებში, როდესაც დაინფიცირებული კოღო უკბენს ადამიანს ან მაიმუნს, ვირუსი ხვდება მასპინძლის ორგანიზმში და იწვევს დაავადებას.
ვირუსის ადამიანის ორგანიზმში შეჭრიდან 3-6 დღის განმავლობაში ნიშნები და სიმპტომები არ ვლინდება, ამის შემდეგ ინფექცია გადადის მწვავე ფაზაში და იშვიათად ტოქსიკურ ფაზაშიც, რომელმაც შეიძლება სიცოცხლეს შეუქმნას საფრთხე, მწვავე ფაზის დროს გვხვდება შემდეგი ნიშნები და სიმპტომები, ტემპერატური მომატება, თავის ტკივილი, ზურგის და მუხლების კუნთების ტკივილი, სინათლისადმი მომეტებული მგრძნობელობა, გულისრევა, პირღებინება ან ორივე, მადის დაკარგვა, თავბრუსხვევა, თვალების, სახლის ან ენის სიწითლე. ეს ნიშნები და სიმპტომები როგორც წესი რამდენიმე დღეში ქრება. მწვავე ფაზის ნიშნებისა და სიმპტომების გაქრობიდან 1 - 2 დღეში ყვითელი ცხელება შეიძლება ტოქსიკურ ფაზაში გადავიდეს. ტოქსიკური ფაზის დროს ბრუნდება მწვავე ფაზის სიმპტომები და ემატება ახალი სიცოცხლისთვის საშიში გამოვლინებები. ესენია კანისა და თვალის შეყვითლება, მუცლის ტკივილი და პირღებინება, ხანდახან სისხლიანი, შარდვის შემცირება, სისხლდება ცხვირიდან, პირიდან ან თვალებიდან, გულისცემის შენელება, ღვიძლის და თირკმლის უკმარისობა, ტვინის დისფუნქცია, ტოქსიკური ფაზა შესაძლებელია ფატალურიც იყოს.
დაავადების მკურნალობის მეთოდი არ არსებობს, თუმცა ყვითელი ცხელების ვაქცინას შეუძლია დაიცვას ადამიანი ვირუსის გავრცელების ადგილებში მოგზაურობის დროს.