ღვიძლის სიმსივნე

ღვიძლის სიმსივნე იწყება ღვიძლის უჯრედებში, ღვიძლი მდებარეობს მუცლის მარჯვენა ზედა კუთხეში, დიაფრაგმის ქვეშ, კუჭის ზემოთ.

გამომწვევი მიზეზები

უცნობია რა იწვევს ღვიძლის კიბოს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, მიზეზი ჰეპატიტის ვირუსით გამოწვეული ქრონიკული ინფექციაა. სიმსივნის განვიტარება იწყება მაშინ, როცა უჯრედების დნმ-ში გროვდება მიტაციები. დნმ ნივთიერებაა, რომელიც შეიცავს ინსტრუქციებს ორგანიზმის ნებისმიერი ქიმიური პროცესის შესახებ, მუტაციები დნმ-ში იწვევს ამ ინსტრუქციების ცვლილებას, სიმსივნე ძრითადად ყალიბდება  ჯანრმთელ უჯრედებში, რომლებიც შეიძენენ გენეტიკურ ცვლილებას, რის შედეგადაც გადაიქცევიან არანორმალურ უჯრედებად. ჯანმრთელი უჯრედები იზრდებიან, მრავლდებიან და კვდებიან განსაზღვრულ დროში, სიმსივნური უჯრედები კი იზრდებიან და მრავლდებიან უკონტროლოდ, ისინი აღარ კვდებიან, შედეგად ყალიბდება არანორმალურ უჯრედთა გროვები, რომლებიც  იპყრობენ მიმდებარე ქსოვილებს და ასევე აქვთ შესაძლებლობა გავრცელდნენ სხეულის სხვა ნაწილებშიც. ამ პროცესების შემდეგ ყალიბდება ღვიძლის სიმსივნეც.

სიმპტომები

პაციენტთა უმრავლესობას სიმპტომები და ნიშნები კიბოს რთულ სტადიებში გადასვლის შემდევ უვითარდებათ, ესენია:

მკურნალობა

ღვიძლის სიმსივნის ადრეულ სტადიაზე აღმოჩენის შემთხვევაში განკურნების შანსი უფრო დიდია, ვიდრე საბოლოო სტადიებზე, თუმცა სამკურნალო საშუალებების გამოყენებით მაინც ხერხდება პაციენტის მდგომარეობის გაუმჯობესება.