ზუსტად როგორ აზიანებს ღვიძლს ალკოჰოლი და რატომ არ ემართება ალკოჰოლის ყველა მომხმარებელს ეს დაავადება, უცნობია. თუმცა ვიცით, რომ ეთანოლის დაშლის პროდუქტი-აცეტალდეჰიდი ძლიერი ტოქსინია, რომელიც ანთებით რეაქციებს იწვევს და აზიანებს ღვიძლის უჯრედებს. დროთა განმავლობაში, ქსელის მაგვარი ნაწიბურები ჩაანაცვლებენ ჯანსაღ ქსოვილს, რაც ხელს უშლის ღვიძლის ფუნქციას. შეუქცევადი დანაწიბურება, ანუ ღვიძლის ციროზი, ალკოჰოლური დაავადების საბოლოო სახეა.
მდგომარეობა იწვევს შემდეგ სიმპტომებს:
დაავადების განვითარებისთანავე აუცილებელია ალკოჰოლის მოხმარების შეწყვეტა და დროული მკურნალობის დაწყება.