ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია, ნევროლოგიური და ფსიქიკური დარღვევების კომპლექსია, რომელიც წარმოიქმნება ღვიძლის ქრონიკული დაავადების დროს. ენცეფალოპათიის მიზეზი ღვიძლის ფუნქციის დარღვევის გამო ტოქსიკური აზოტოვანი ნაერთების სისხლსა და ტვინში მოხვედრაა. 

სიმპტომები

ღვიძლისმიერი ენცეფალოპათიისთვის დამახასიათებელია პროგრესირებადი დემენცია და ქერქქვეშა დარღვევები, როგორიცაა ტრემორი, რიგიდულობა, ბრადიკინეზია. 

მკურნალობა

გართულებებისა და ფატალური შედეგის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და მკურნალობის დაწყება.