ღამის პაროქსიზმული ჰემოგლობინურია
ღამის პაროქსიზმული ჰემოგლობინურია შეძენილი ჰემოლიზური ანემიის ერთ-ერთი ფორმას. ხასიათდება დეფექტური ერითროციტების ჭარბი სისხლძარღვშიგა დაშლით. დაავადება ძირითადად 20-40 წლის ასაკში ვითარდება. მას ხშირად წინ უძღვის წამლების მიღება ან სისხლის გადასხმა, ინფექციური დაავადებები, ოპერაცია. მდგომარეობა ვლინდება სისუსტით, შარდის მუქი შეფერვით, კანისა და ლორწოვანი გარსების ყვითლად შეფერვით, ტემპერატურის მომატებით, ღვიძლის გადიდებით. მკურნალობა ძირითადად სტაციონარში ტარდება.