დაავადება გამოწვეულია იმავე ბაქტერიით, რომელიც იწვევს სტრეპტოკოკურ ყელის ანთებას. ქუნთრუშის დროს, ბაქტერია გამოყოფს ტოქსინს, რომლის ეფექტიც ვლინდება გამონაყარითა და ენის სიწითლით.ინფექცია ადამიანიდან ადამიანზე გადადის ხველების ან ცემინების შედეგად გამოყოფილი ჰაეროვანი ნაწილაკებით, ინკუბაციის პერიოდია დაინფიცირებიდან დაავადების გამოვლენამდე, ძირითადად 2-4 დღე.
ქუნთრუშას გავრცელებული ნიშნები და სიმპტომებია:
დაავადება ყველაზე ხშირად 5 - 15 წლის ასაკის ბავშვებში გვხდება.მკურნალობის გარეშე ქუნთრუშა შესაძლოა გართულდეს და დააზიანოს გული, თურკმელები და სხვა ორგანოები. მიუხედავად იმისა, რომ ადრე ქუნთრუშა საშიშ დააავადებად ითვლებოდა, დღესდღეობით ანტიბიოტიკების წყალობით იგი ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენს.